წესები და პირობები

  • 1. პროდუქტი
    plus

    ყველა პროდუქტი წარმოდგენილია ფოტოებით, აღწერითა და ფასით. პროდუქტის ფერი ან დიზაინის მცირე სხვაობა შესაძლოა არსებობდეს ეკრანის ცვალებადობის გამო.

  • 2. ფასი და გადახდა
    plus

    ყველა ფასი მოცემულია ლარებში (GEL) და მოიცავს ყველა გადასახადს. პროდუქტის ფასი ფიქსირებულია – 30 ლარი თითოეულ პოსტერზე. გადახდა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით: • საბანკო ბარათი • გადარიცხვა • კურიერთან გადახდა (შეთანხმებით)

  • 3. მიწოდება
    plus

    მიტანა უფასოა თბილისის მასშტაბით. სხვა ქალაქებში მიწოდება შეთანხმებით/დამატებითი ფასით. მიწოდების ვადაა შეკვეთის დადასტურებიდან 1-3 სამუშაო დღე.

  • 4. დაბრუნება და შეცვლა
    plus

    მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს პროდუქტი მიღებიდან 2 სამუშაო დღეში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: პროდუქტი დაზიანებულია მიღებისას; არ შეესაბამება აღწერას. დაბრუნებისას პროდუქტი უნდა იყოს გაუსხეფავი, ხელუხლებელი მდგომარეობით. ფულის დაბრუნება ხორციელდება იმავე გზით, რა გზითაც მოხდა გადახდა.

  • 5. პერსონალური მონაცემები
    plus

    ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა შეკვეთის შესრულებისთვის (მომხმარებლის სახელი, ტელეფონი, მისამართი). თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა მიწოდების პარტნიორებისა.

  • 6. საავტორო უფლებები
    plus

    საიტზე განთავსებული ყველა ვიზუალი, დიზაინი და აღწერა წარმოადგენს "ScratchMe"-ს საკუთრებას. მათი კოპირება, გავრცელება ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება აკრძალულია ჩვენი თანხმობის გარეშე.

  • 7. შეკვეთის გაუქმება
    plus

    შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია პროდუქტის გაგზავნამდე. გაგზავნის შემდეგ შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ დაბრუნების წესების მიხედვით.

  • 8. ვებსაიტის გამოყენება
    plus

    მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს ვებსაიტი მხოლოდ კანონიერ მიზნებისთვის. მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო "ScratchMe" არ აგებს პასუხს.

  • 9. ცვლილებები წესებსა და პირობებში
    plus

    ScratchMe" იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს განაახლოს წესები და პირობები წინასწარი შეტყობინების გარეშე. წესების ცვლილების შემდეგ საიტით სარგებლობა ითვლება ახალი წესების მიღებად.

ხშირად დასმული კითხვები

  • რა არის ScratchMe?
    plus plus-white

    ScratchMe არის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ თემატურ გადასაფხეკ პოსტერებს — კინო, სერიალები, წიგნები, მუსიკა, ადგილები, წყვილებისთვის და სხვა თემატიკაზე. ჩვენი პოსტერები ინტერაქტიულია და განკუთვნილია გართობის, მოტივაციისა და შთაგონებისთვის.

  • როგორ მუშაობს გადასაფხეკი პოსტერი?
    plus plus-white

    თითოეულ პოსტერზე მოცემულია 50 ან 100 რჩეული ელემენტი (მაგ. ფილმი, წიგნი, ადგილი და სხვ.). როცა დაასრულებთ რომელიმე ამ ელემენტის ნახვას/წაკითხვას/განცდას – აფხეკავთ შესაბამის უჯრას და თქვენი პროგრესი თვალსაჩინოდ ჩანს. ეს არის ერთდროულად თამაშიც და დეკორიც 🎯

  • რამდენ ხანში მომიტანთ?
    plus plus-white

    📦 თბილისში მიწოდება ხორციელდება 1-დან 3 სამუშაო დღეში, უფასოდ. 📦 სხვა ქალაქებში – ინდივიდუალურად, შეთანხმებით.

  • პოსტერის გარდა რა მოყვება?
    plus plus-white

    ყველა პოსტერი მოდის ბრენდირებულ კომპლექტში, რომელიც შეიცავს: ✅ გადასაფხეკ პოსტერს ✅ გადასაფხეკ ხელსაწყოს ✅ გასაწმენდ ფუნჯს ✅ 3 ცალ სტიკერს ✅ ჭიკარტებს (სამაგრი) ✅ ბრენდირებულ სანიშნე

  • გაქვთ მაღაზია თუ მხოლოდ ონლაინ ყიდით?
    plus plus-white

    ამჟამად ვმუშაობთ მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე, თუმცა პროდუქტის ნახვა და დეტალური აღწერა შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე ან სოციალურ ქსელებში. ასევე ხშირად ვართ წარმოდგენილი სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენა-გაყიდვებზე

  • როგორ შეიძლება გადახდა?
    plus plus-white

    💳 გადახდა შეგიძლიათ შემდეგი მეთოდებით: 1. გადარიცხვით; (BOG ან TBC) 2. კურიერთან გადახდით მიტანისას (შეთანხმებით) 3 . მალე დაემატება საბანკო ბარათით საიტზე (ონლაინ) გადახდა

  • როგორ შევუკვეთო?
    plus plus-white

    ამჟამად შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს სოციალურ ქსელებში მოწერით — Instagram და Facebook გვერდზე (@scratchme.ge). მოგვწერეთ სასურველი პოსტერის დასახელება და თქვენი მისამართი. 💳 უახლოეს პერიოდში საიტზეც დაემატება ონლაინ გადახდის სისტემა და შეკვეთა შესაძლებელი იქნება პირდაპირ ვებგვერდიდან.

შესაკვეთად მოგვწერეთ